|
დასახელება:
საგადასახადო აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
PKF Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
"PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.
"PKF Georgia" საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი "PKF International"-ის (www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს.
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30, შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო-საკონსულტაციო და საბუღალტრო სფეროში;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ACCA-ის F1 F2 F3 F4 წიგნები.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სფეროს სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის ჩატარება;
** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის გუნდის მართვა, კონტროლი, შესაბამისი დავალებების და მითითებების მიცემა;
** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის შედეგებზე საგადასახადო მიმოხილვის ანგარიშის (Tax Review Letter) მომზადება;
** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის პროცესში დამკვეთი კომპანიის კომპეტენტურ პირებთან წერილობით და ზეპირი კომუნიკაცია;
** საგადასახადო მიმოხილვა/აუდიტი განხორციელდება კომპანიაში დანერგილი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის ათვისებაშიც შერჩეულ კანდიდატს მხარდაჭერას გაუწევს საგადასახადო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არსებული გუნდი.
ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები:
** პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის უნარი/ნებისყოფა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com. სათაურის ველში მიუთითეთ "Tax Auditor".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
|
|
|
|