|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
ibis Tbilisi City
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა;
** მოამზადოს სამუშაო გარემო, შეავსოს და მოაწესრიგოს;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
** პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** უზრუნველყოფს ეფექტურ, სწრაფ, უსაფრთხო და თავაზიან მომსახურებას.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: 5/2, 9 საათიანი ცვლები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|