Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

შენი როლი იქნება:

** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა;
** მოამზადოს სამუშაო გარემო, შეავსოს და მოაწესრიგოს გერიდონი;
** განათავსოს მაგიდები და მოაწესრიგოს გარემო შესაბამისად კვების ობიექტის გახსნამდე;
** ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება სასტუმროსა და კვების ობიექტებზე;
** უზრუნველყოფს ეფექტურ, სწრაფ, უსაფრთხო და თავაზიან მომსახურებას;
** ყოველთვის უზრუნველყოფს უწყვეტ სამუშაო პროცესს განსაზღვრულ პოზიციაზე.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: 5/2, 9 სააათიანი ცვლები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე