|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Hilton Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (Room Service) პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების შეკვეთებისა და მოთხოვნების სწრაფად და თავაზიანად მიღება;
** Room Service-ის მენიუს, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კარგად ცოდნა;
** სტუმრისგან საკვებისა და სასმლის შეკვეთის მიღება და შეკვეთის სისტემაში შეყვანა;
** შეკვეთილი საკვებისა და სასმლის სტუმრის ოთახში მიწოდება;
** სტუმართან გადამოწმება, რომ შეკვეთითა და მომსახურებით კმაყოფილია;
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სწორად და კომპანიის წესების დაცვით სტუმრისთვის მიწოდება;
** სამუშაო სივრცისა და მომსახურების ოთხის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და საჭირო ნივთებით/მარაგებით შევსება;
** ანგარიშსწორების წესების დაცვით განხორციელება.
უნარები:
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
** საკვების ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ნაღდ ფულთან მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|