Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხარე
მომწოდებელი: საბითუმო საწყობი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
საბითუმო საწყობში გვესაჭიროება გამოცდილი და მოტივირებული ბუღალტრის დამხარე, ჩვენი ფინანსური გუნდის გასაძლიერებლად.

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, ცემის ქუჩა 3
განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (10:00 საათიდან-17:00 საათამდე)
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა:

** შესყიდვების აღრიცხვა: მიღება-ჩაბარების აქტების, სასაქონლო ზედნადებების, შემოწმება და დროული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
** გაყიდვების აღრიცხვა: სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და გატარება, მათ შორის, RS.GE-ზე ელექტრონული ზედნადებების მართვა.
** მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული პროგრამა ორისის და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ltdmate2009@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე