|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" (IGG) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
პოზიციის შესახებ
ბუღალტერი უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადებას. პოზიცია მუშაობს ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორების კონტროლის ფარგლებში.
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება და კონტროლი;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ნაშთების რეგულარული შეჯერება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ხელფასების, შვებულებებისა და სხვა შესაბამისი დარიცხვების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
** საგადასახადო კანონმდებლობასთან კომპანიის ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების დახურვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივების აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორებისთვის საჭირო საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
** კომპანიაში მოქმედი შიდა კონტროლისა და ფინანსური პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძალიან კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება და IFRS-ის ცოდნა;
** RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამებთან და MS Excel-თან მუშაობის კარგი უნარები;
** გარე აუდიტთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება
** სადაზღვევო, საბანკო ან სხვა რეგულირებად ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკის ცოდნა;
** მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია ან სერტიფიკატი.
რას გთავაზობთ
** 3, 000 ლარი NET (ხელზე) ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: vacancy@myigg.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: "ბუღალტერი".
|
|
|
|