|
დასახელება:
სტაციონარის ექთანი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარის ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი, დროული და მაღალი ხარისხით შესრულება;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.);
** საექთნო მანიპულაციების ჩატარება და პაციენტზე უწყვეტი მეთვალყურეობა;
** ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** სტრესულ გარემოში ეფექტიანად და კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
** მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge Subject-ველში მიუთითეთ: "სტაციონარის ექთანი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|