Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი ჯენიო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
კაფე "ჯენიო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

კაფე მდებარეობს ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, ვაკეში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის დამუშავება და დაფასოება
** კერძების დადგენილ ვადაში მომზადება
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** სამუშაო მაგიდის, დანადგარებისა და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე იტალიური სამზარეულოს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტით შემდეგ მისამართზე: cafegeniotbilisi@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე