|
დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00;
** ყოველ მეორე შაბათს: 09:00-14:00;
** ოფიციალურ უქმე დღეებში სამუშაო არ სრულდება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 900 ლარი.
ყოველ მეორე შაბათს მორიგეობის შემთხვევაში, შაბათის სამუშაო ანაზღაურდება დამატებით, შესაბამისი ერთი სამუშაო დღის ანაზღაურებისა და 30%-იანი დანამატის გათვალისწინებით. შაბათის დამატებითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის თვეში სამუშაო დღეების რაოდენობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების რეგისტრაცია და მომსახურება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** მომსახურების საფასურის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო დისციპლინისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
CV გამოგზავნეთ: hr@enmedic.com
პერსონალური მონაცემების დაცვა:
ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|