Робота для біженців з України
კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი
მომწოდებელი: მედენს ჰელს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "მედენს ჰელს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კლინიკის ოპერაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, ბიზნესის განვითარებასა და ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებას.

პოზიციის მთავარი მიზანია კლინიკის ეფექტიანი მართვა, მდგრადი ზრდის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

აღნიშნული პოზიცია არ მოიცავს კლინიკური პროცესების მართვას. კლინიკური დირექტორი პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, კლინიკურ პროტოკოლებსა და პროფესიულ ზედამხედველობაზე, ხოლო ადმინისტრაციული დირექტორი — კლინიკის ბიზნეს და ოპერაციულ მართვაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

ოპერაციული და ადმინისტრაციული მართვა:

** კლინიკის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
** სამუშაო პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და ოპტიმიზაცია;
** ადმინისტრაციული გუნდის ხელმძღვანელობა და თანამშრომელთა ეფექტიანი მართვა;
** შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** მომსახურების ხარისხისა და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი;
** მიმდინარე პრობლემებისა და საოპერაციო რისკების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** ორგანიზაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა.

ბიზნესის განვითარება და კორპორატიული პარტნიორობები:

** კლინიკის ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** კომპანიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი თანამშრომლობებისა და ხელშეკრულებების ინიცირება;
** კორპორატიული გაყიდვების განვითარება;
** კლინიკის შემოსავლებისა და მომსახურების მოცულობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება.

მარკეტინგი და ბრენდის განვითარება:

** კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული აქტივობებისა და სოციალური მედიის განვითარების კოორდინაცია;
** სარეკლამო კამპანიების შედეგებისა და ეფექტიანობის შეფასება;
** ახალი სერვისების ბაზარზე პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის დაგეგმვა;
** კლინიკის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერება;
** გარე მარკეტინგულ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან მუშაობის კოორდინაცია.

ფინანსური მართვა და ანგარიშგება:

** კლინიკის ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი;
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკის მონიტორინგი;
** ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
** ფინანსური და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

სტრატეგიული განვითარება:

** კლინიკის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ახალი სერვისებისა და ბიზნეს მიმართულებების განვითარების დაგეგმვა;
** ორგანიზაციული პროცესებისა და მართვის სისტემების გაუმჯობესება;
** კლინიკის ზრდაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 5-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის, კლინიკის ან მომსახურების სფეროში;
** ბიზნესისა და ოპერაციული პროცესების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** მარკეტინგის ძირითადი პრინციპებისა და თანამედროვე მარკეტინგული არხების ცოდნა;
** ფინანსური მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;
** ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიული სამუშაო მიდგომა.

უპირატესობად ჩაითვლება

** მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში;
** კერძო კლინიკის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მართვის გამოცდილება;
** მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
** კორპორატიული გაყიდვებისა და B2B პარტნიორობების განვითარების გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის პროექტების მართვის გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად დაინახოს როგორც კლინიკის ყოველდღიური ოპერაციული საჭიროებები, ისე მისი განვითარების ბიზნეს შესაძლებლობები და აიღოს პასუხისმგებლობა კონკრეტულ შედეგებზე.

შერჩევის პროცესი:

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

I ეტაპი — რეზიუმეების განხილვა

შემოსული განაცხადების შეფასება მოხდება პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატის პროფესიული გამოცდილების საფუძველზე.

II ეტაპი — გასაუბრება

პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medenshealthgeorgia@gmail.com

ელ-ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: "კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით შერჩევის მეორე ეტაპზე — გასაუბრებაზე მოსაწვევად.

"მედენს ჰელს ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე