Робота для біженців з України
სკოლამდელი მზაობის ჯგუფის - ფრესქულის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლამდელი მზაობის ჯგუფის - ფრესქულის მასწავლებელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი მზაობის ჯგუფის (ფრესქულის) მასწავლებლის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები (საკვალიფიკაციო მოთხოვნები):

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ან სკოლამდელი განათლების მიმართულებით);
** გამოცდილება: სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან (5-6 წელი) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ენები: ქართული ენის გამართულად და სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბავშვების სიყვარული, ემპათია და კეთილგანწყობა;
** ენერგიულობა, შემოქმედებითობა და პოზიტიური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@gmus.edu.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე