Робота для біженців з України
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მომწოდებელი: Study Hub Educational Center
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

** მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
** მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი:

** დღეში 4 საათი
** სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

მასწავლებელს მოუწევს 1-6 კლასების მოსწავლეებთან მუშაობა, კომბინირებული სასწავლო კურსის ფარგლებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რომელიც:

** ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მოსწავლეს;
** შეუძლია სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და ახსნითი მეთოდით მიწოდება;
** ორიენტირებულია არა მხოლოდ მასალის დამახსოვრებაზე, არამედ მოსწავლის მიერ საკითხის გააზრებასა და დამოუკიდებლად გამოყენებაზე;
** შეუძლია სხვადასხვა ასაკისა და აკადემიური დონის მოსწავლეებთან მუშაობა;
ქმნის მშვიდ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაწყებით კლასებთან მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლიანობა და კომუნიკაბელურობა;
** მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: studyhub.educenter@gmail.com ან მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე