|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
East Point Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
"ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის (HS Officer) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
მოთხოვნები:
** აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
ანაზღაურება: 1800 ლარი net
გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ტექნიკური სამსახური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 01 ოქტომბერი 2026.
|
|
|
|