Робота для біженців з України
სასტუმროს მიმღების ღამის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მიმღების ღამის რეგისტრატორი
მომწოდებელი: Best Western Tbilisi City Center
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"Best Western Tbilisi City Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღების ღამის რეგისტრატორის პოზიციაზე.

შესაძლებელია როგორც სრულ განაკვეთზე, ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობა.
სამუშაო ცვლა: 21:00-დან 09:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია
** სატელეფონო ზარებზე პასუხი,
** მეილებზე პასუხი და ჯავშნების შეყვანა სისტემაში,
** ანგარიშსწორების პროცედურების მართვა
** სტუმრების მოთხოვნებისა და შეკითხვების მომსახურება ღამის საათებში
** ჯავშნებთან და სასტუმროს საოპერაციო სისტემასთან მუშაობა
** ღამის ცვლისთვის განსაზღვრული პროცედურების შესრულება
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
** სასურველია სასტუმროს ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღებიანობა
** ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა
** სასტუმრო უზრუნველყოფს თანამშრომლის კვებას, ჩაისა და ყავას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: gm@bwtbilisicitycenter.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე