კომპანია "ITCraft" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი - პავლე ინგოროყვას 19
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;)
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანიის შესახებ:
"აიტი კრაფტი" — 2016 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი IT კომპანია საქართველოში. ვართ გუნდი, რომელიც ტექნიკურ პროცესებს ისე აგვარებს, როგორც სხვები ქაღალდის სამუშოებს — სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ხმაურის გარეშე.
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ოფის მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურ საოფისე პროცესებს მოაწესრიგებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და ტექნიკის მიღება/გაცემა.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიური ამოცანები:
** კურიერის გამოძახება და გზავნილების კოორდინაცია;
** თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის რეპორტინგი თვეში ერთჯერ;
** მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია;
** სოციალური მედიის არხებთან კომუნიკაცია — Facebook, Instagram, TikTok.
პერიოდული და საჭიროებისამებრ ამოცანები:
** საოფისე ინვენტარის კონტროლი, აღწერა და შეკვეთა: საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყავა და სხვა საჭირო მასალები;
** კარტრიჯების შეკვეთა;
** ხელშეკრულებების, სკანირება, ხელმოწერის ორგანიზება და არქივირება; #####
** კორპორატიული ნომრების, Fitpass-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კონტროლი;
** გეგმიურ და ერთჯერად მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის ორგანიზება;
** შეხვედრების, მიწოდებებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია.
მოთხოვნები:
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** Microsoft Office-ის ცოდნა — Word, Excel, ელფოსტა;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** IT სფეროს ან ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ, სტაბილურ და განვითარებად სამუშაო გარემოს.
შერჩევის ეტაპები:
** კანდიდატების შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე;
** გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@itcraft.ge
Subject: ოფის მენეჯერი
|