შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00 - 18:00 სთ).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სივრცეში/ექიმთან გადამისამართება;
** პაციენტის რეგისტრაცია ელექტრონულ პროგრამაში, ამბულატორიული ბარათის გახსნა, შევსება და არქივში დაარქივება;
** კლინიკაში რიგებისა და პრობლემური/სტრესული სიტუაციების ეფექტიანი მართვა;
** დღის ბოლოს განხორციელებული რეგისტრაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე/პაციენტზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობისა და გუნდურობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge Subject-ველში მიუთითეთ: "რეგისტრატორი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|