|
დასახელება:
რეანიმაციის ექთანი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
** მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის ვიტალური ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** ექიმის დანიშნულების დროული, სწორი შესრულება და საექთნო მოვლის გეგმის განხორციელება;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მედიკამენტების/ერთჯერადი საგნების ხარჯთაღრიცხვა (მათ შორის სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა);
** სამედიცინო აპარატურის გამართულობის, უსაფრთხო გამოყენებისა და ჰიგიენური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
** ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლების, დეზინფექცია-სტერილიზაციის წესებისა და შინაგანაწესის (დრესკოდის ნორმების) მკაცრი დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია რეანიმაციულ/კრიტიკულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისა და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების სრული ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge Subject-ველში მიუთითეთ: "რეანიმაციის ექთანი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|