Робота для біженців з України
სტომატოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა PERSONA
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"Persona Dental Clinic" აცხადებს სტომატოლოგის ასისტენტის ვაკანსიას!

თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 20:00

ძირითადი მოვალეობები:

** სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში (4-ხელის პრინციპით);
** სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და შემდეგ;
** სტომატოლოგიური მასალებისა და ინსტრუმენტების მომზადება;
** ინფექციის კონტროლისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
** პაციენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილება მხოლოდ საექთნო საქმის მიმართულების სტუდენტი ან დიპლომირებული პირი.
** სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივაცია განვითარებისა და სწავლისთვის.

ანაზღაურება: 1500 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

თუ გსურთ გახდეთ Persona Dental Clinic-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: personadentalgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე