|
დასახელება:
ლოგისტიკის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ავტო იმპორტ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.
ძირითადი ქვეყნებია: კორეა, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები,
კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.
ზოგადი უპირატესობა:
** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
** ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების მიღებიდან მათ მოწესრიგებასა და მომხმარებლისთვის გადაცემამდე პროცესის ეფექტურ კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს ტერიტორიაზე ავტომზიდის შემოსვლის შემდეგ მძღოლთან კომუნიკაცია და ავტომზიდის მიღების პროცესის კოორდინაცია;
** ავტომობილების დაცლისთვის ოპტიმალური და ბიუჯეტური ლოკაციის მოძიება და შესაბამისი საკითხების ორგანიზება;
** ავტომზიდის მიღებისა და ავტომობილების დაცლის პროცესის ორგანიზება;
** ავტომობილების განფუთვა (საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური დათვალიერება და დაზიანებების დაფიქსირება სადაზღვევო პროცესისთვის;
** ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
** მძღოლისგან მიღებული დოკუმენტების დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
** სანომრე ნიშნების დახარისხება და ავტომობილებზე განთავსება/დამაგრება;
** ავტომობილების რეცხვისა და დასტიკერების პროცესის ორგანიზება;
** მოწესრიგებული ავტომობილების მარკეტინგის გუნდისთვის დროული ჩაბარების კოორდინაცია;
** მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია ავტომობილების მზადყოფნის შესახებ;
** ავტომობილებისა და გასაღებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლების დახვედრა და ავტომობილების გადაცემის პროცესის ორგანიზება;
** შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილების სტატუსების შესახებ დროული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა, რადგან პოზიცია მოიცავს ძირითადად რუსულენოვან მძღოლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული;
** სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა;
** ავტომზიდის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორს მიეწოდება წინასწარ;
** პოზიცია მოითხოვს მობილურობას და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილებას.
** ანაზღაურება: 500 ლარი თითო სრულად ორგანიზებულ და დასრულებულ ავტომზიდზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: hr@aig.com.ge. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "იმპორტის კოორდინატორი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|