Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში
სამუშაოს ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში და მოძიებაში;
** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა

აუცილებელი მოთხოვნები: წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** პუნქტუალობა;
** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge

საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე