Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სორიზო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სტომატოლოგიური კლინიკა "სორიზო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების პირველადი მიღება, დახვედრა და კონსულტაციაზე გადამისამართება;
** პაციენტების ჩაწერა და ვიზიტების მართვა სამედიცინო პროგრამაში;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და პაციენტებთან კომუნიკაცია;
** პაციენტების სამედიცინო ბარათების აღრიცხვა, შევსება და პროგრამული მართვა;**
** კლინიკის ექიმებთან და ასისტენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და სალაროს ანგარიშგება;
** მისაღებ სივრცეში (Reception) წესრიგისა და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.

უნარები/კომპეტენციები:

** სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიურ ან სამედიცინო კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sorriso.ge

გასაუბრების შემდეგ მოთხოვნილი დოკუმენტაცია იქნება: პირადობის ასლი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე