|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ფეთსჩოისი
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
კომპანიონი ცხოველების საკვების და აქსესუარების მაღაზიების ქსელი "ფეთსჩოისი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
** გაყიდვების ანგარიშების, სასაქონლო ზედნადებების და სხვადასხვა კომერციული დოკუმენტის მომზადება/დამუშავება;
** სააღრიცხვო პროგრამებში - Balance, შეკვეთების ასახვა, მარაგების ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
** სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია, როგორც შიდა რგოლებთან/მაღაზიებთან, ისე მომხმარებლებთან ან მომწოდებლებთან;
** გაყიდვების მენეჯერის სხვადასხვა ოპერაციული დავალების შესრულება და პროცესების ორგანიზება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური).
კანდიდატის უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 1500 ლარი პირველი სამი თვე, შემდგომ +ბონუსი გაყიდვებიდან+სამედიცინო დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@petschoice.ge.
|
|
|
|