|
დასახელება:
ფარმაცევტი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე არსებული წესების შესაბამისად;
** არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი და შიდა აღწერებში მონაწილეობა;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 14.10.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში ("ფარმაცევტი") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|