"ბიგ დეი" აცხადებს ვაკანსიას რეკვიზიტორის პოზიციაზე
ჩვენ შესახებ
"ბიგ დეი" ბავშვთა გასართობ სფეროში 2018 წლიდან საქმიანობს. ეს არის ერთადერთი საბავშვო გასართობი ცენტრების ქსელი საქართველოში, რომელსაც ფილიალები ქვეყნის მასშტაბით — თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში აქვს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი გასართობი პროგრამების, გამორჩეული ღონისძიებებისა და ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღეების შექმნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** პროგრამისთვის საჭირო რეკვიზიტების წინასწარ მომზადება;
** ღონისძიების მსვლელობისას ფორმების ჩაცმა;
** რეკვიზიტების სისუფთავის კონტროლი;
** ღონისძიების დასრულების შემდეგ რეკვიზიტების მოწესრიგება;
** წამყვანებთან, ანიმატორებთან და გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა და სწრაფად მოქმედების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიკურ გარემოში მუშაობის სურვილი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ: bigday.ge@gmail.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: "რეკვიზიტორი — თბილისი".
საკონტაქტო ნომერი: 511 19 19 16
|