|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
|
| მომწოდებელი:
Aura Homes
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"Aura Homes" აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3
ანაზღაურება: 1, 000 - 10, 000+ ₾, შედეგების შესაბამისად
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება;
** მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან;
** უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება;
** კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს;
** გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს;
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა;
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით;
** ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობს "Aura Homes":
** სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად;
** პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა;
** თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს;
** კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს;
** ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად.
"Aura Homes"-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: info@aurahomes.ge
CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი"
|
|
|
|