Робота для біженців з України
დუშეთის ბავშვთა სახლის აღმზრდელი - დუშეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დუშეთის ბავშვთა სახლის აღმზრდელი
მომწოდებელი: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის დუშეთის ბავშვთა სახლის აღმზრდელი.

სამუშაო ტიპი: 24 საათიანი სამუშაო განრიგი, ყოველ მე-4 დღეს.
სამუშაო ადგილი: დუშეთი
დაწესებულება წარმოადგენს საოჯახო ტიპის დაწესებულებას.
ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი, (სასურველია პედაგოგიური, ფსიქოლოგია, მედიცინა)
** სასურველია ფსიქოლოგად, პერსონალურ ასისტენტად, პედაგოგად ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

სხვა უნარ-ჩვევები

** ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** პროფესიული უნარები
** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** ბავშვთან აღმზრდელობით მუშაობა, ზრუნვა, მათი ემოციური, ქცევითი, კოგნიტიური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია;
** ჰიგიენაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლებაზე ზრუნვა;
** ბავშვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ინდივიდუალური მუშაობა;
** ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინებით მათი სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში, ასევე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა;
** ბავშვებზე ზრუნვა ჰიგიენაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლებაზე;
** გაკვეთილების მომზადებაში დახმარება;
** ბავშვის დღის რეჟიმის დაცვა;
** ბავშვთა საცხოვრებელი ფართის წესრიგსა და სისუფთავეზე პასუხისმგებლობა.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge

თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე