|
დასახელება:
სავალუტო ჯიხურის დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
აკო
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
შპს "აკო" 2016 წლიდან აქტიურად ოპერირებს სავალუტო ბაზარზე კვალიფიციურ გუნდთან ერთად. ის წარმოდგენილია ამჟამად ორი 24 საათიანი ფილიალებით: თბილისის აეროპორტსა და ალ. ყაზბეგის 17-ში. კომპანია ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე, რაც ასახულია მომხმარებელთა მზარდ რიცხვზე.
შპს "აკო" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (ჩამოფრენის დარბაზი) .
ანაზღაურება: 1200 ლარი+ბონუსები გამომუშავებაზე.
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა 09:00-20:00 ღამის ცვლა 20:00-09:00
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
ჩვენგან:
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** ფიქსირებული ხელფასი+ბონუსები;
** სამუშაო პროგრამის ადგილზე შესწავლა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: akaki.doghonadze@gmail.com და Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე-ოპერატორი).
|
|
|
|