Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Drink Joy
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმელის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში. "JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.

პოზიცია: Operations Manager — ოპერაციების მენეჯერი

რას გთავაზობთ:

** ხელფასი: ₾1, 200-₾1, 500
** საქმის შესრულების მიმოხილვა და ანაზღაურების გადახედვა 6 თვის შემდეგ
** ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა - იცი ზუსტად რაზე ხარ პასუხისმგებელი და რაზე არა;

რას გააკეთებ:

მიწოდება

** მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი;
** მარშრუტების დაგეგმვა;
** დისტრიბუტორების კოორდინაცია და მათი ეფექტურობის კონტროლი;
** მიწოდების დოკუმენტაცია და დადასტურება;

მარაგები

** მარაგების ყოველკვირეული აღრიცხვა და შედარება სისტემასთან;
** პარტნიორ საწარმოსთან ურთიერთობა;
** საწყობის წესრიგი და პროდუქციის მდგომარეობის კონტროლი;

ინვენტარი

** ინვენტარის შეძენის, ბრენდირებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება;
** განთავსება ობიექტზე ხელმოწერილი მიღება-ჩაბარებით;
** ინვენტარის სრული რეესტრის წარმოება;
** კვარტალური აუდიტი ადგილზე; არააქტიური ობიექტებიდან ინვენტარის დაბრუნება და ხელახლა განთავსება;

ყოველდღიური ოპერაციები და ხარჯები

** დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი პირების, ტრანსპორტისა და საწვავის კოორდინაცია;
** ოპერაციული ხარჯების აღრიცხვა დამტკიცებულ ბიუჯეტში;

რეპორტინგი: ყოველკვირეული რეპორტი: დროული და სრული მიწოდების პროცენტი, მარაგების მდგომარეობა, ამოწურვის შემთხვევები, ინვენტარის რეესტრის მდგომარეობა;

ვის ვეძებთ:

აუცილებელი

** 1-3-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის, სასაწყობე ან დისტრიბუციის სფეროში;
** წვრილი და მსხვილი დავალებების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
** Excel/Google Sheets - ფორმულები და ფილტრები თავისუფლად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა ყოველდღიური გადაადგილებისთვის;

უპირატესობა

** გამოცდილება FMCG-ში, სასმელების ან კვების პროდუქტების დისტრიბუციაში
** საწყობის ან მარაგის აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV მითითებულ მეილზე: sales@drinkjoy.store

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე