Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსები მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 (სამწლიანი) მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და სწორად შერჩევაზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Self.hr-ში პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** ადამიანური რესურსების მხრივ არსებული საჭიროებების განსაზღვრაში და შემდგომ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** პირადი საქმეებისა და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადებისა და დროული გაფორმების პროცესების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე