|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ნ.ბ. ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
შპს "ნბ ჯგუფი - NB GROUP", სავენტილაციო სისტემების და სამონტაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** საწყობიდან საქონლის გაცემა მომხმარებელზე (საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა);
** კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით;
** მიღებული საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო საათები: 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)/ 10:00 - 15:00 (ყოველი მეორე შაბათი);
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 2000 ლარი;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანიის თანამონაწილეობით);
** დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დრო (Day Off): თვეში 1;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, რაფაელ აგლაძის ქუჩა #65
ძირითადი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია);
** სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საშუალო ან პროფესიული განათლება სასურველია (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).
უნარები:
** პუნქტუალური / დისციპლინირებული;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://nbgroup.ge/products და ასევე სოციალურ ქსელებში: ფეისბუქი https://www.facebook.com/nbgrouphvac და ინსტაგრამი https://www.instagram.com/nbgrouphvac.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrnbgroup1@gmail.com ან მობრძანდით მისამართზე: თბილისი, რაფაელ აგლაძის ქუჩა #65.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|