|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
Spark By Hilton Tbilisi Biography
|
|
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
"Spark by Hilton"-ის გუნდი ეძებს მზარეულს.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტანდარტებისა და დამტკიცებული რეცეპტების შესაბამისად კერძების მომზადება;
** მომზადებული კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და პროდუქტების სათანადო პირობებში შენახვა;
** პროდუქტების ვარგისიანობის, სიახლისა და ხარისხის კონტროლი;
** სამზარეულოსა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს გუნდთან და სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
მოთხოვნები:
** მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საკვების მომზადებისა და კულინარიის ძირითადი ტექნიკების ცოდნა;
** საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი და სანდო მიდგომა სამუშაოსადმი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკს: 07:00-დან 16:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 1370 ლარი ხელზე;
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დაზღვევას და კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: tamara.nodia@hilton.com და წერილის თემაში მიუთითოთ მზარეული.
|
|
|
|