Робота для біженців з України
საბროკერო მიმართულების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბროკერო მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: თეთრი კვადრატი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას საბროკერო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უძრავი ქონების სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** საბროკერო კომპანიებთან/ბროკერებთან ურთიერთობა, საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება
** საბროკერო კომპანიების/ბროკერების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** საბროკერო კომპანიების/ბროკერების მიერ გადმომისამართებული კლიენტების აღრიცხვა
** დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და ხელშეკრულების გაფორმება
** CRM-ში ინფორმაციის შეყვანა და აღნიშნული მონაცემების კონტროლი/განახლება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე Hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე