|
დასახელება:
საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მარშე
|
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ბათუმი (გენერალ ასლან აბაშიძის 18) .
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, დღგ-ს გარეშე თანხისა და დღგ-ს მომწოდებლისა და მიღების საწყობების მიხედვით;
** მკაცრად გააკონტროლოს პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;
** მკაცრად გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების წარმომადგენელ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და ხელმოწერით დაადასტუროს იგი;
** დროულად და სწორად ასახოს საწყობიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|