Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Trésor Jewellery
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სამკაულების მაღაზიათა ქსელი "Trésor • ტრესორი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** პროდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
** მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი;
** სალარო პროცედურების სწორი დაცვა;
** პროდუქციის განლაგება;
** კვარტალში ერთხელ ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში სასურველია;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა, ძლიერი მეტყველების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით ელფოსტაზე info@tresor.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე