|
დასახელება:
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით კახეთის რეგიონებში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გაყიდვების ქსელის განვითარება რეგიონულ დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** რეგიონში არსებული ავტო-სერვისების, სერვის ცენტრების, ხელოსნების და ავტონაწილების მაღაზიების აქტიური მონახულება (მარშრუტის მიხედვით).
** კომპანიის პროდუქციის (ბრენდული ავტონაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზები) პრეზენტაცია და გაყიდვა.
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია.
** ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი, მოთხოვნადი ნაწილების/ზეთების იდენტიფიცირება და ასორტიმენტის სწორად შეთავაზება.
** კლიენტების დებიტორული დავალიანებების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) მკაცრი კონტროლი.
** კონკურენტების ფასების, აქციებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება ავტონაწილების ან ზეთების გაყიდვებში).
** ავტონაწილების ჯგუფებისა და საცხებ-საპოხი მასალების სპეციფიკაციის საბაზისო ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
** მოლაპარაკებების წარმოების, არგუმენტირებული მსჯელობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი.
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად მუშაობისა და რეგიონში ხშირი გადაადგილების მზაობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით).
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორაციულ მობილურ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: cv@smotors.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: სავაჭრო აგენტი/პრისეილერი კახეთის მიმართულებით
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|