Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრის დახმარება ყოველდღიურ საბუღალტრო ოპერაციებში;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დახარისხება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების დამუშავება;
** საბანკო ოპერაციებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვაში მონაწილეობა;
** საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** RS.ge-ს სისტემაში საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობაში დახმარება;
** Balance საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვის წარმოებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Balance საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია RS.ge-ს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@dubex.ge (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე