Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი/რესეფშენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი/რესეფშენი
მომწოდებელი: არამექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის/რესეფშენის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N59
ანაზღაურება: 1500 ლარი

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლებთან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
** მომხმარებლების დახვედრა და კოორდინირება საჭიროებისამებრ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის სერვისების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
** სასურველია კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: nata@aramex.com, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე