Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, Gibson, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer DJ, PreSonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ისე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - ცვლები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი-კვირა: 11:00-19:00

ვის ვეძებთ?

"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მოლარე-კონსულტანტს, რომელიც მზადაა გაუწიოს მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურება, დაეხმაროს სასურველი ინსტრუმენტისა და ტექნიკის შერჩევაში და უზრუნველყოს გაყიდვისა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილი წარმართვა. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და დეტალებზე ორიენტირებული ხარ - ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა და სწორი შერჩევა;
** გაყიდვის ოპერაციების შესრულება და სალარო პროცესების სრული მართვა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, საბანკო ტერმინალებითა და სალარო აპარატით სარგებლობა);
** სალარო დოკუმენტაციის, ჩეკებისა და ინვოისების სწორად წარმოება/აღრიცხვა;
** გაყიდვების პროცესის მართვა (კონსულტაციიდან პროდუქტის შეფუთვასა და ჩაბარებამდე);
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების, ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და წესრიგის კონტროლი;
** მარაგების მიღებაში, დასაწყობებასა და ინვენტარიზაციის/აღწერის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები და საკვალიფიკაციო უნარები:

** სალაროსთან ან სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და ეფექტური გაყიდვების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ციფრებთან, ანგარიშსწორებასთან და დეტალებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მუსიკალური განათლება, ინსტრუმენტზე დაკვრის გამოცდილება ან მუსიკალური ინტერესები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

** სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს (FitPass);
** ტრენინგებს მუსიკალურ პროდუქციასა და საოპერაციო სისტემებში;
** მეგობრულ, კომფორტულ და მუსიკალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:
vacancy@stc.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე