Робота для біженців з України
სხვადასხვა - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია Airlines
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ტურისტული კომპანია "AIRLINES" აცხადებს თანამშრომლების მიღებას შემდეგ პოზიციებზე:

1. ტურისტული კომპანიის თანამშრომელი

სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში სავალდებულო არ არის — შერჩეული კანდიდატი პირველ ეტაპზე გაივლის 1-თვიან სასწავლო/სტაჟირების პერიოდს, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.

სასწავლო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** მომხმარებელთან თავაზიანი და სწორი კომუნიკაცია;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

2. იურისტი

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან იურისტს კომპანიის სამართლებრივი საკითხების სამართავად.

ძირითადი მიმართულებები:

** სამოქალაქო სამართალი;
** ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შემოწმება;
** კომპანიის მიმდინარე იურიდიული საკითხების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა და წარმომადგენლობა.

იურისტისთვის ოფისში ყოველდღიური ყოფნა სავალდებულო არ არის — შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობაც.

3. ბუღალტერი

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ბუღალტერს კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხების სამართავად.

მნიშვნელოვანია:

** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** დეკლარაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: vernin77@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე