|
დასახელება:
ფარმაცევტი
|
| მომწოდებელი:
აილაინი
|
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
სამედიცინო ცენტრი "აილაინი" იწვევს ენერგიულ და პროფესიონალ კადრს ფარმაცევტის პოზიციაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების კონსულტაცია და მედიკამენტების შერჩევაში დახმარება რეცეპტის მიხედვით;
** აფთიაქში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეალიზაცია;
** სამკურნალო საშუალებების მიღება, დახარისხება და შენახვის პირობების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთების ფორმირება მომწოდებლებთან;
** სააფთიაქო პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
** სააფთიაქო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი მომსახურების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას
** თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eyelinehr@gmail.com.
საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ჩვენ გეძებთ შენ!
ქ. ქუთაისი ი. აბაშიძის 32ა
579 27 22 22
|
|
|
|