"McCann Erickson" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშის აღმასრულებლის თანამდებობაზე.
Account Executive პასუხისმგებელია კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაზე, სააგენტოს გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისა და პროექტების დროულად შესრულების უზრუნველყოფაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა;
** კლიენტის ბრიფებისა და მოთხოვნების მიღება და შიდა გუნდებისთვის სწორად გადაცემა;
** კრეატიულ, მედიასა და პროდაქშენ გუნდებთან პროექტების კოორდინაცია;
** პროექტების ვადებისა და მიმდინარე დავალებების კონტროლი;
** კლიენტის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია;
** პრეზენტაციების, სტატუსებისა და პროექტთან დაკავშირებული მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
** სარეკლამო/მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი და პროაქტიული დამოკიდებულება.
ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ: n.galdava@mccann.com.ge
|