Робота для біженців з України
ექიმი-ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-ლაბორანტი
მომწოდებელი: მედლაბ 2024
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
შპს "მედლაბ 2024"-ი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლაბორატორიული სერვისების მიწოდება, აცხადებს ვაკანსიას ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება;
** კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება;
** ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია;
** ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა;
** ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-14:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@medlab.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე