Робота для біженців з України
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: მედლაბ 2024
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
შპს "მედლაბ 2024" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და კვლევისთვის დამუშავება;
** ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობა;
** ლაბორატორიული აპარატურისა და ინვენტარის სწორად გამოყენება;
** კვლევის შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** სამუშაო ადგილისა და აპარატურის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ბიოუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება ლაბორატორიულ/სამედიცინო სფეროში;
** ლაბორატორიულ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ჰიგიენისა და ბიოუსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-14:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@medlab.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე