Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - შეფუთვა/შეკვეთები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - შეფუთვა/შეკვეთები
მომწოდებელი: ტრენდმარტი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (შეფუთვა/შეკვეთები) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: 1300 ლარი + საბონუსე სისტემა
ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 40-საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო მოიცავს მსუბუქი და მცირე ზომის ამანათების დამუშავებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, შემოწმება და დასტიკერება;
** შეკვეთების შეგროვება და შეფუთვა;
** პროდუქციის განთავსება საწყობში;
** ამანათების მომზადება და გადაცემა სადისტრიბუციო მანქანებისთვის;
** საწყობის წესრიგის დაცვა;
** თვეში ერთხელ ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

ვის ვეძებთ:

** პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე ადამიანს;
** დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს;
** ორგანიზებულ და ყურადღებიან თანამშრომელს;
** გუნდურად მუშაობის უნარის მქონე ადამიანს;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან სამსახურს;
** დროულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნე შენი CV მისამართზე info@bigmart.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "საწყობის თანამშრომელი". ან შეავსეთ მოკლე ფორმა https://tally.so/r/gDzDRl

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე