Робота для біженців з України
ბინაზე მოვლის პროგრამის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბინაზე მოვლის პროგრამის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის ფსიქოლოგის (განვითარების სპეციალისტი) პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

განვითარების სპეციალისტი ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს ბინაზე მოვლის პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან (კლინიკური ფსიქოლოგი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი).

იგი ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს.

განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

** მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
** მოსარგებლეთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
** მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
** ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ცოდნა, კვალიფიკაცია:

** ბაკალავრი განათლების, სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;

უნარები და თვისებები:

** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: გრაფიკი და განაკვეთი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე