Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი მასწავლებელი/Native English Teach
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი მასწავლებელი/Native English Teach
მომწოდებელი: Contemporary Education Academy
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მასწავლებლის (Native English Teacher) პოზიციაზე.

საათობრივი დატვირთვა: კვირაში 20 სთ

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს უმაღლესი განათლება;
** ჰქონდეს ინგლისურის, როგორც მეორე, ან უცხოური ენის სწავლების პრაქტიკული გამოცილება.
** ინგლისური ენა იყოს მისთვის მშობლიური (განიხილება მხოლოდ ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეების რეზიუმეები)

პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა.

მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.

მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.

აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: info@cea.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ინგლისურენოვანი მასწავლებელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე