Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CargoHub
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"CargoHub" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი;
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
** კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
** მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@cargohub.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე