Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სოლოფარმი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
კომპანია "სოლოფარმი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე, კომპანიის კუთვნილი, დაზღვეული ავტომობილით (ფორდ კონექტი, მარცხ. საჭე, მექანიკა).

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
ანაზღაურება: 1200 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) + ბონუსი; გამოსაცდელი სამი თვის გასვლის შემდეგ სამედიცინო დაზღვევა კომპანიისგან.
სამუშაო დრო: დილის 9-დან 6 საათამდე, გამოსასვლელი დღეები შაბათ-კვირა და სახელმწიფო უქმე დღეები.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება (პროდუქცია - სამედიცინო მასალები), ძირითადად თბილისის მასშტაბით. რეგიონში გაგზავნისას ხელფასს ემატება სამივლინებო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

სასურველი მოთხოვნა:

** მართვის მოწმობა, როგორც ავტომატურ, ასევე მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე;
** სასურველია, კანდიდატი იყოს დიდი დიღმის ან მიმდებარე უბნების მაცხოვრებელი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 23 08 05.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე