Робота для біженців з України
მიმტანი, მოლარე, მზარეულის დამხმარე, სომელიე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, მოლარე, მზარეულის დამხმარე, სომელიე
მომწოდებელი: ესეფეი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
რესტორნების ქსელი "ესეფეი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი
რესტორნები: Aromi Italiani / Copacabana / Nadimi / Posh Nosh / Symposium

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება და შეკვეთების მიღება;
** მენიუსა და კერძების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების დროული და სწორად გატანა;
** სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს რესტორნების ქსელში;
** კვება/ტრანსპორტი (ღამის ცვლას).

--------------------------------------------------

რესტორნების ქსელი "ესეფეი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება და გადახდის პროცესის უზრუნველყოფა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** სალარო ოპერაციების სწორად და ზუსტად წარმოება;
** შეკვეთებისა და გადახდების პროგრამაში ასახვა;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ კანდიდატებს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანობა და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს რესტორნების ქსელში;
** კვება/ტრანსპორტი (ღამის ცვლას).

--------------------------------------------------

რესტორნების ქსელი "ესეფეი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მზარეულის დახმარება სამზარეულოში;
** პროდუქტების მომზადება და პირველადი დამუშავება;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ინვენტარის მომზადება;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მზარეულის მითითებების შესაბამისად დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
** მზადყოფნა, შეისწავლოს სამზარეულოში მუშაობის სპეციფიკა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს რესტორნების ქსელში;
** კვება/ტრანსპორტი (ღამის ცვლას).

--------------------------------------------------

რესტორნების ქსელი "ესეფეი" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისთვის ღვინისა და სხვა სასმელების შერჩევასა და რეკომენდაციაში დახმარება;
** ღვინისა და სასმელების შესახებ პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
** ღვინის სწორად მიწოდებისა და სერვირების უზრუნველყოფა;
** ღვინის მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ღვინის მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
** ღვინის შენახვისა და სერვირების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სომელიეს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კარგი ცოდნა;
** ღვინის სერვირების სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს რესტორნების ქსელში;
** კვება/ტრანსპორტი (ღამის ცვლას).

tatia@artitaly.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე