Робота для біженців з України
პურის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურის მცხობელი
მომწოდებელი: პურის ქარხანა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
პურის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე დღეგამოშვებით ღამის ცვლაში. ცვლის ხანგრძლივობა 10-12 საათი. ცხობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, ტექნოლოგიას შეგასწავლით ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პურის ცხობისთვის საჭირო დანადგარებთან (ცომსაზელი, ცომსაჭრელი, ღუმელი...) მუშაობა;
** რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი;
** საწყობში საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა;
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით.
** ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება;
** დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.

მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 571790099
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე